ყალბი Hennessey და არაყი Beluga - უაქციზო საქონლის გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა. ძიებით დადგინდა, რომ ის თბილისში, 8 736 ლარის ღირებულების უაქციზო ალკოჰოლური სასმელების - კონიაკისა არყების რეალიზაციას ახორციელებდა. დაკავებულს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.