ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. ყალბი კუპიურები ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.