საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტევის დამზადებისა და გასაღებუს ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკოს ორი მოქალაქე დააკვეს.
როგორც ცნობილი გახდა, ბრალდებულებმა აჭარის რეგიონში დაამზადეს და 300 აშშ დოლარის საფასურად გაასაღეს ავტომანქანის მართვის ყალბი ორი მოწმობა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით გულისხმობს.