სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დიპლომის დამზადება-გასაღების ფაქტზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა და დაცვის თანამშრომელმა დაამზადეს და საქართველოს მოქალაქეზე გაასაღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ბაკალავრის ყალბი დიპლომი.