საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა, კონკრეტული ჯგუფის მიერ, ყალბი 100 ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქ. თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში, გაასაღეს ჯამში 900 ლარის ოდენობის ყალბი 100 ლარიანი კუპიურა. ამასთან, ამოღებულია 2 ცალი ყალბი 100 ლარიანი ასევე, ყალბი ფულის დასამზადებლად განკუთვნილი ტექნიკური მოწყობილობები და პოლიგრაფიული მასალა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან - 10 წლამდე ვადით.