საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ბრალდებულმა, 2017 წლის ნოემბერსა და დეკემბერში 3 300 ერთეულზე მეტი ყალბი 1-ლარიანი მონეტა დაამზადა, რომლებიც ქალაქ თბილისში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ყალბი 1-ლარიანი მონეტები, მათ დასამზადებლად საჭირო მასალა, ყალიბები და ხელსაწყოები. გამოძიება 212-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით ითვალისწინებს.