აშშ-ში კანზას სიტიში წყალდიდობაა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქის ქუჩებზე ადიდებული მდინარეები მოდის. ძლიერი წვიმისა და შტორმის შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველადაა შეფასებული. მოსახლეობა თავს საცხოვრებელი სახლების სახურავებს აფარებს. ქვეყნის ამინდის ეროვნულმა სერვისმა მოქალაქეებს, რომლებიც მდინარეებთან ახლოს ცხოვრობენ სიფრთხილისკენ მოუწოდა. მაშველები ქუჩებში მანქანებს იმ მიზნით ათვალიერებენ, რომ მანქანაში შესაძლო ჩარჩენილი მოქალაქეების ალბათობა გამორიცხონ. დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.