თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე წუხელ "საქართველოს ბანკის" ექსპრესბანკზე თავდასხმა მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, დაცვისა და საპატრულო პოლიციის ერთობლივი ღონისძიების შედეგად თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 179-ე, ყაჩაღობის მუხლითა და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.