რიზეში ყაჩაღობის ფაქტზე სამი ქართველი დააკავეს. თურქული მედიის ცნობით, რიზეს სამმართველოს თანამშრომლებმა ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი მიკროავტობუსი გააჩერეს. მიკროავტობუსით საქართველოს მოქალაქეები: გიორგი მაშია და მერაბ ფიფია და უკრაინის მოქალაქე ვალერი გვასალია გადაადგილდებოდნენ.
მიკროავტობუსში ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 28 600 აშშ დოლარი, 1000 ევრო, 1800 თურქული ლირა და 4 მობილური ტელეფონი ამოიღეს. საქმე ქალაქ სამსუნის სასამართლომ განიხილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მერაბ ფიფია სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, ხოლო გიორგი მაშიას და ვალერი გვასალიას პატიმრობა მიესაჯათ.