წალკის რაიონში ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, მოხუცი ცოლ-ქმრის სახლიდან მძარცველებმა გარკვეული თანხა წაიღეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.