მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ზუგდიდში სათამაშო იარაღით დააყაჩაღეს. თავდასხმა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი ერთი ადამიანი იყო. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდოდან" წაღებულია დაახლოებით 5 000 ლარი. თანამშრომლების განცხადებით, უცნობი პირი მათთან შეიარაღებული მივიდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სათამაშო იარაღი ჰქონდა. დამნაშავის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.