საკონსულტაციო სააგენტოს PwC-ის ანალიტიკოსების აზრით, მსოფლიო ეკონომიკას 2020 წელს ზრდის ტემპების შენელება ელოდება. ექსპერტები 2020 წელს გლობალური ეკონომიკის 3,4%-იან ზრდას პროგნოზირებენ.
ანალიტიკოსები ოპტიმიზმის სფეროდ მიიჩნევენ მომსახურების სფეროს. მათივე აზრით, წელს მომსახურების სფეროს ექსპორტი გაიზრდება და მისი მოცულობა 7 ტრილიონი დოლარი იქნება. ამ სფეროს ლიდერებად კი ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი დარჩებიან.
ექსპერტების აზრით, წელს რამდენიმე მილიონი ახალი სამუშაო ადგილიც შეიქმნება.