დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ განკარგულებაზე ხელმოწერის შემდეგ, კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა მოგვიანებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათის საკითხია.
"ჩვენ არ გვაქვს არავითარი სურვილი, პრობლემები შევუქმნათ უკრაინის ახალ ხელმძღვანელობას, მაგრამ იმ ვითარების გაძლება, როდესაც დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკის ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები საერთო მოკლებულნი არიან რაიმე სახის სამოქალაქო უფლებებს - ეს ყოველგვარ საზღვრებს სცდება ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით" - განაცხადა პუტინმა.
უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრ ტურჩინოვმა კი განაცხადა, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ ეს შესაძლოა, გამოიყენოს რუსეთის ჯარების მიერ უკრაინაზე შეტევის გამართლებისთვის. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინის განკარგულება სხვა არაფერია, თუ არა აგრესიის მიზანმიმართული ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ და ქვეყნის ხელისუფლებაზე ზეწოლა.