რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მას არ სურს მოსკოვში „ყვითელი ჟილეტის“ მოძრაობის მსგავსი საპროტესტო გამოსვლები, რამაც საფრანგეთი მოიცვა. კრემლის ლიდერის თქმით, მისთვის მშვიდობიანი დემონსტრაციები მისაღებია. ამის შესახებ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას განაცხადა.
"ჩვენ ყველამ ვიცით ის მოვლენები, რომელიც ე.წ ყვითელ ჟილეტიანებს უკავშირდება, რა დროსაც ჩვენი მონაცემებით, 11 ადამიანი დაიღუოა, 2 500 კი დაშავდა. ჩვენ არ გვსურს მსგავსი მოვლენები რუსეთის დედაქალაქში და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა უზრუნველვყოთ რომ ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაცია იყოს მკაცრად კანონის ფარგლებში მოქცეული", - განაცხადა პუტინმა.
მანამდე კი ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა დაიცვას დემოკრატიული პრინციპები და უზრუნველყოს საპროტესტო აქციების გამართვის უფლება. ემანუელ მაკრონსა და პუტინს შორის შეხვედრა ბრეგანსონში, საფრანგეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში გაიმართა.