ვლადიმერ პუტინის თქმით, არ არსებობს დაუძლეველი დაბრკოლებები ბრიუსელსა და მოსკოვს შორის კავშირების აღსადგენად. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა იტალიაში ვიზიტის დროს განაცხადა. მისივე თქმით, იგი მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში თუ ამ მიზნის მისაღწევად გზებს ხელოვნურად არ დაუხშობენ.
"ყოველთვის არის შესაძლებლობა, ჩვენ ბუნებრივი პარტნიორები ვართ მრავალი წელია. ჩვენ გეოგრაფიულადაც ახლოს ვართ. ვიზიარებთ ცივილიზაციის ფაქტორებს. ასე რომ, ვერ ვხედავ მნიშვნელოვან დაბრკოლებას კავშირების სრულად აღდგენის პროცესში. თუმცა, კიდევ ერთხელ ვაცხადებ: ეს დამოკიდებულია ჩვენს ევროპელ პარტნიორებზეც", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტი იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს შეხვდა. მანამდე კი მას რომის პაპმა ვატიკანში უმასპინძლა.