რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, იგი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ მიიღებენ დამატებით ერთობლივ ზომებს სირიის იდლიბის პროვინციაში ტერორისტების ამოძირკვისთვის.
კრემლის ლიდერის განცხადებით, სირია უნდა დარჩეს ერთიან ქვეყნად. თავის მხრივ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ იდლიბის რეგიონში, რომელიც თურქეთს ესაზღვრება ჰუმანიტარული კრიზისია, რასაც სირიის არმიის თავდასხმები იწვევს და რაც თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
შეგახსენებთ, სირიის სამთავრობო ძალებს იდლიბის რეგიონში ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლაში რუსული შეიარღებული ძალები ეხმარებიან.