12:45
27 იანვარი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პუტინი მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით უდიდესი არქივის შექმნას აპირებს, რათა "მსოფლიოს სიმართლე დაუმტკიცოს"
15-01-2020

 

საბჭოთა გამარჯვება მეორე მსოფლიო ომში რუსეთს დღესაც შთააგონებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, "გალერია მანეჟში" გამართულ წლიური მიმართვის დროს განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი აპირებს, რომ შექმნას ომთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მსოფლიოს უდიდესი არქივი და მსოფლიოს "სიმართლე" დაუმტკიცოს, რადგან "ომთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება".

"ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ ჩვენი გმირების ხსოვნა", - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები უგულვებელყოფენ იმ მსხვერპლს, რომელიც საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დროს გაიღო.

ცნობისთვის, ბოლო დროს, რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთის ქვეყნები თავიანთი პოზიციის გამო არაერთხელ გააკრიტიკა. ვლადიმერ პუტინმა, ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციას "სამარცხვინო ტყუილი" უწოდა. რეზოლუციის თანახმად, 1939 წელს გაფორმებულმა "რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტმა" მეორე მსოფლიო ომს საფუძველი დაუდო. ცოტა ხნის შემდეგ კი პუტინმა პოლონეთი ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პოლონეთის ელჩი გერმანიაში იყო "ნაბიჭვარი, ანტისემიტი, ღორი".

AutoPlay
ბრაზილიაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 44-ს მიაღწია
გამოქვეყნდა 36 წუთის წინ
მოძრაობა "შეცვალეს" აქცია საკრებულოსთან ლევან ხაბეიშვილის მხარდასაჭერად
გამოქვეყნდა 44 წუთის წინ
ჯანდაცვა ექიმების მიერ კორონავირუსზე მგზავრების შემოწმებაზე უარის თქმის ფაქტს არ ადასტურებს
გამოქვეყნდა 47 წუთის წინ
ბაღდადში, აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ქვიშხეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ქალის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პროკურატურასთან "ევროპულმა საქართველომ" ბრიფინგი გამართა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები