მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა სულ უფრო მეტად უარესი ხდება. აღნიშნული განცხადება რუსეთის პირველმა პირმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია Mir TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. პუტინმა ამასთანავე აღნიშნა რომ ურთიერთობის გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი ამერიკის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციებია, რომელთა რაოდენობას ვაშინგტონი გამუდმებით ზრდის.
მოსალოდნელია, რომ თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერები ერთამენთს იაპონიაში დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდებიან.