პურის ბაზარზე გაურკვევლობაა, რადგან, არ ვიცით, რა იქნება გაზის ტარიფი პურის მცხობელებისთვის - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს“ პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა.
მისი თქმით, გაურკვევლობა წლის დასაწყისში დაიწყო, როცა სხვადასხვა საცხობებს გაზის გადასახადის სხვადასხვა ტარიფი მიუვიდათ. ასევე ბოლომდე ნათელი არ არის, გაგრძელდება თუ არა სუბსიდირება დენის ნაწილშიც.
როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, მასობრივი წარმოების პურზე ფასი არ გაზრდილა, თუმცა, პურის ფასის ზრდა, კომუნალურ გადასახდელებზე იქნება დამოკიდებული.