ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ტომარა ფქვილი 37 ლარიდან 44 ლარამდე გაძვირდა. ამასთან, 16 სექტემბრიდან თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 70 თეთრიდან 80,5 თეთრამდე გაიზრდება. იმის გამო, რომ პურის წარმოებაში ფქვილთან ერთად ენერგომატარებლების წილიც საკმაოდ მაღალია, მწარმოებლები არ გამორიცხვენ, რომ მალე პურის ფასმაც მოიმატოს. მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, ხორბლის ფასების ზრდა რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია. ლევან სილაგავას განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მწარმოებელ ქვეყნებში მოსავლის შემცირებაა. საქართველოში ხორბილის დაახლოებით 90 პროცენტი იმპორტირებულია. მწარმოებელთა ასოციაცციის ინფორმაციით, 1 ტონა ხორბლის ფასი სამი კვირის წინ 200 დოლარი იყო, ბოლო მონაცემებით კი 232 დოლარია.