ფრანგული პარიზ სენ ჟერმენის პრეზიდეტი ნასერ ელ ხელაიფი სკანდალში გაეხვა, მას საფრანგეთის სასამართლო კორუფციაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 2017 დ ა2019 წლების მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას, სადაც ფრანგი სამართალდამცველების აზრით ხელაიფიმ 3 ნახევარი მილიონი დოლარი გადაიხადა, რათა ტურნირები ყატარში გამართულიყო. ხელაიფის ადვოკატის განცხადებით ეს მოსაზრება სიცრუეა და კომპანიის მიერ წარმოებული არცერთი ქმედება არც საფრანგეთის და არც ყატარის კანონებს არ ეწინააღმდეგება.