ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანია PSP-მ საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოვება „სტივი ევორდსზე“ გაიმარჯვა ნომინაციაში „წლის საუკეთესო რებრენდინგი“. „სტივი ევორდსი“ ბიზნეს სივრცეში მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი, პრესტიჟული და საპატიო დაჯილდოვებაა. მასში 60-ზე მეტი ქვეყნის სახდასხვა დარგის კომპანია იღებდა მონაწილეობას. წელს ჟიურის 3900 ნომინანტი კომპანიიდან მოუხდა სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოების არჩევა. PSP პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც „სტივი ევორდსზე“ გაიმარჯვა.2017 წლის „სტივი ევორდსის“ გალა-დაჯილდოვება, რომელზეც პე ეს პეს პრესტიჟული ბიზნეს ჯილდო გადაეცემა, 21 ოქტომბერს ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში გამართება.