პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე „ქართული ოცნების“ ოფისში იმყოფებოდა, სადაც მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა. როგორც ზვიადაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის კობახიძეს საკულტო ნაგებობები მშენებლობა რესტავრაციის საკითხთან დაკავშირებით შეხვდა, რომელიც გარკვეული საკანონმდებლო აქტის მიღებას ითვალისწინებს. „შეხვედრაზე საუბარი იყო საკულტო ნაგებობების მშენებლობა, მოხატვა, რესტავრაციაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით იყო საუბარი. საკანონმდებლო აქტია მისაღები. შევხვდი ირაკლი კობახიძეს. საჭიროა შეხვედრები, მუშაობა და ის რომ საკანონმდებლო აქტი იქნას მიღებული ამ საკითხთან დაკავშირებით. გასათვალისწინებელია ბევრი რამ. ირაკლი კობახიძე შეგვპირდა რომ ამაზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, იქნება მუშაობა და მიღებული იქნება ისეთი აქტი, რაც დააკმაყოფილებს, როგორც საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიის, ასევე იმ ძირითად რელიგიებს, რომელიც წაროდგენილი არიან საქართველოში“,- განაცხადა ზვიადაძემ. ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ ეხებოდა საარჩევნო თემატიკას მისი და ირაკლი კობახიძის შეხვდრა, ზვიადაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მათ არ უსაუბრიათ. „მე რა შეხება მაქვს ამაზე. როგორ შეიძლება მე არჩევნებთან დაკავშირებით მქონდეს საუბარი?“,- აღნიშნა ზვიადაძემ.