ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა პროტესტის მორიგი აქცია გამართეს და ზარალის სრული ანაზღაურება მოითხოვეს. მათ ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს. დაზარალებულები აცხადებენ, რომ ბანკები მათ თანხის დაბრუნებას სთხოვენ, რაც მათივე თქმით, ვალის დაბრუნების საშუალება არ აქვთ. აქციაზე იმყოფებოდა ასევე ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი.