პროტესტის მეცხრე დღეს რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. ისინი ავტომობილებითა და საყვირებით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან, აქციაზე იმყოფებიან ევროპული საქართველოს“ და „ ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და წევრები. მათი თქმით პროტესტი არ დასრულდება ვიდრე შს მინისტრი გიორგი გახარია არ გადადგება.