საპროტესტო გამოსვლების მეთვრამეტე დღე დედაქალაქიში მწერლებსა და პოეტებს დაეთმო. ორგანიზატორების თქმით კი მშვიდობიანი აქციები იქამდე არ შეწყდება, სანამ დარჩენილი ბოლო მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდება და გახარია არ წავა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, გახარიამ პირადად უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 20 ივნისს დაღვრილ სისხლზე. პარალელურად გრძელდება მოშიმშილეთა აქციაც. აქციის მონაწილეები, რომლებიც გახარიას გადადგომის მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ, ამბობენ, რომ პერიოდულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ისინი იღებენ საკვებს. რის გამოც, მოშიმშილეები ადგილზე იძახებენ სასწრაფოს და ანალიზებით აფიქსირებენ მათ ამჟამინდელ მდგომარეობას.