პროტესტის მე-14 დღე: თბილისში, პარლამენტის შენობის წინ უკვე მე-14 დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. მათი განცხადებით, გახარიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე და შესაბამისად პასუხი უნდა აგოს. აქციის ორგანიზატორებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს, ასევე გაიმართა რამდენიმე პერფორმანსიც. აქციაზე პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ.