გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე აქცია დღესაც განახლდება. აქციის ორგანიზატორების თქმით, 16 წლის მოზარდის მშენებლობაზე გარდაცვალების გამო, დღევანდელი გეგმა მუსიკის საღამოდ გამოცხადების შესახებ შეიცვალა. ამის ნაცვლად დღევანდელ აქციაზე საუბრის თემა შრომითი უფლებები იქნება. უკვე 30-ე დღეა პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები უწყვეტად იმართება.