პროტესტის აქცია ტყიბულში - მეშახტეები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. მათი განცხადებით, შახტის ადმინისტრაციამ განუცხადა, რომ იძულებული არიან შეუწყვიტონ მათ ხელფასის მიცემა, რადგანაც რამდენიმე თვეა საწარმო პროცესი შეწყვეტილია და ისინი ამ დრომდე ელიან თანხმობას, რომ შახტში საწარმო პროცესი აღდგეს. შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ტყიბულის შახტაში სამუშაოები დროებით შეჩერდა.ეკონომიკის მინისტრმა ვარაუდობს, რომ ტყიბულის შახტებში მუშაობა დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება.