პროტესტი ჯემ ფესტზე და გადაკეტილი ფესტივალზე შესასვლელი ტერიტორია - ბილეთების კონტროლზე დასაქმებული 42 ადამიანი კუთვნილ ხელფასებს ითხოვს. მათი მტკიცებით, ხელშეკრულებით, 500-500 ლარი ეკუთვნით, მაგრამ 100-100 ლარი გადაუხადეს. დასაქმებულებმა ფესტივალის მთავარ შესასვლელთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს, რის გამოც შესასვლელი ჩაიკეტა. აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაცია ფინანსურ დავალიანებას არ გაისტუმრებს და ხელფასები არ დარიგდება, ისინი პერმანენტულ აქციებს გამართავენ. ასევე ყველა სამართლებრივ ზომებს მიმართავენ. "ჯემ ფესტის" ადმინისტრაციაში ჯერ კომენტარს არ აკეთებენ. ფინანსურ კრიზისზე GEM FEST-ის დამფუძნებელმა განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა და ეს გიორგი სიგუამ საკუთარ მცდარ წარმოდგენას დააბრალა.