"საქსტატი" ეროვნულ ანგარიშთა ახალ მეთოდოლოგიაზე გადადის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, უწყება, ეროვნული ანგარიშების ახალ სისტემას ნერგავს, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებს განაპირობებს ეროვნულ ანგარიშებში. კერძოდ, თუ ძველი მეთოდოლოგიის მიხედვით, კვლევებსა და დამუშავებაზე გაწეული ხარჯები ითვლებოდა შუალედურ მოხმარებად, ახალი მეთოდლოგიით აღნიშნული ჩაითვლება ძირითად კაპიტალში განხორციელებულ ინვესტიციებად. შესაბამისად, ეს გამოიწვევს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის დონის გაზრდას.
ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტი და ეროვნული ანგარიშები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან. ახალი მეთოდოლოგია ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა სექტორში დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შემცირებას. ამასთან, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით, ეროვნულ ანგარიშებში ასახული იქნება არაკანონიერი საქმიანობის შედეგებიც, როგორიცაა მაგალითად პროსტიტუცია და ნარკომანია.