ამ წუთებში "თბილისი მარიოტში" პოლიტიკური პარტიების ერთობლივი ღონისძიება იმართება, სადაც პარტიების წარმომადგენლები არჩევნების პროპორციული გზით ჩატარების შესახებ მსჯელობენ. დღევანდელი კონფერენციის შემდეგ ოპოზიციური პარტიები 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მიზნით ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, ისინი მილიონზე მეტ ხმას შეაგროვებენ, რის შედეგადაც ხელისუფლება იძულებული გახდება 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.