ახალციხეში, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება. დისკუსიები ამავე თემასთან დაკავშირებით კახეთიდან დაიწყო. გუშინ კი რუსთავში მეორე შეხვედრა შედგა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე უძღვებოდა. შეხვედრაზე, პროპორციული საარჩევნო სისტემის დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილეს. რუსთავში მიმდინარე შეხვედრა გუშინ კამათის ფონზე წარიმართა. სიტყვიერი დაპირისპირება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ მამუკა ჩიქოვანს შორის მოხდა. მიზეზი საარჩევნო პროცესში, ბლოკებთან დაკავშირებული საკითხი გახდა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის განხილვის ფარგლებში კომისია სხვადასხვა რეგიონში ჯამში 11 საჯარო შეხვედრას გამართავს.