ფრაქცია “ქართული ოცნების” ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერით ჩატარების თაობაზე, საკონსტიტუციო ცვლილებები ბიუროს უახლოეს სხდომაზე იქნება ინიცირებული. როგორც ფრაქციაში აღნიშნავენ, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს რეგისტრაციისთვის წარედგინა და ინიცირებისთვის ბიუროს უახლოეს სხდომაზე გავა. პროექტის ინიციატორი უმრავლესობის 80-ზე მეტი დეპუტატია. ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შემდეგ, პროექტის სესიაზე გატანამდე მისი საჯარო განხილვები გაიმართება.