პროკურორმა მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იარაღიდან რამდენჯერმე უმისამართოდ გასროლა - პროკურატურა წყალტუბოს კონფლიქტზე - Palitra News

პროკურორმა მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იარაღიდან რამდენჯერმე უმისამართოდ გასროლა - პროკურატურა წყალტუბოს კონფლიქტზე

2018-08-28 17:24:09+04:00

საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში პროკურორის მიერ მოქალაქისთვის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს ქალაქ წყალტუბოში, პროკურორმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს და ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე უმისამართო გასროლა მოახდინა. კონფლიქტის შედეგად მოქალაქემ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

არსებული ინფორმაციით, გარჩევაში მონაწილე პროკურატურის მაღალჩინოსანი სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ. ასევე ცნობილია, რომ კომფლიქტში მონაწილე პროკურორი გივი შენგელია და მიხეილ ჯანელიძე ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. თუმცა ოჯახის წევრები საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მხრიდან მფარველლობას გამორიცხავენ. ოჯახის წევრები ახლა გამოძიების დასრულებას ელოდებიან.