დაკავებულ ძმებს, გუგა და დავით კაკულიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ადვოკატის შუამდგომლობა გირაოსთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. ძმები, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ, პატიმრობაში რჩებიან. გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება მათ მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან,. მათ შორის: ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.