15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის საქმის პროკურორის ლევან ქუთათელაძის განცხადებით, სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ პოლიციის განყოფილებაში მარიანა ჩოლოიანის მხრიდან ლუკა სირაძეზე ჩვენების მიცემის იძულებას ჰქონდა ადგილი.
როგორც პროკურორმა განმარტა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის 3 ნეიტრალური მოწმე დაიკითხა.შემდეგი სასამართლო პროცესი 16 ივლისს, 11:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა,17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.