ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მობილური ტელეფონიდან სატელიტური ფოტოებისა და დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურა ტარდება.
როგორც საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში პროკურატურა სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოქმედებს.
გარდა ამისა, პროკურორმა განმარტა, რომ რამიშვილი შესაძლოა, დღეს სასამართლოში დაიკითხოს. მისივე თქმით, გამორიცხულია, რამიშვილის ტელეფონიდან გამოძიების ხელში მოხვდეს სხვა ტიპის ინფორმაცია,რომელიც საქმესთან კავშირში არ არის.