პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე „ტოიოტა ქამრის" მძღოლი, მორაგბე ვასილ მახარაძე სიმართლეს იტყვის - Palitra News

პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე „ტოიოტა ქამრის" მძღოლი, მორაგბე ვასილ მახარაძე სიმართლეს იტყვის

2021-02-08 13:00:50+04:00

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე "ტოიოტა ქამრის" ბრალდებული მძღოლი, მორაგბე ვასილ მახარაძე აძლევს ჩვენებას. ის დაცვის მხარის მოწმეა.

როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განუცხადა, მახარაძისგან სწორი ჩვენების მიცემის მოლოდინი არ აქვს, ვინაიდან ასეთი ჩვენება მისი და დანარჩენი ბრალდებულების მამხილებელი იქნება. მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, პროკურატურამ დასაკითხ პირთა სიიდან ბრალდებული ვასილ მახარაძე ამოიღო, ვინაიდან სიმართლის დამალვა უნდათ როგორც გელხაური განმარტავს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვასილ მახარაძე დაადასტურებს, რომ მასთან ერთად "ტოიოტა ქამრიში" ზ.ხ. და კიდევ ერთი ბრალდებული იჯდა.