თამარ ბაჩალიაშვილის პორტატული კომპიუტერის და მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემებში დაინსტალირებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს შორის ჰაკერული ტიპის პროგრამა არ ფიქსირდება. აღნიშნულის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, კომპიუტერში არსებული თითოეული პროექტის შესწავლა განხორციელდა და დადგინდა, რომ მათი გარკვეული ნაწილი სხვადასხვა დომეინებთან დაკავშირებულ პროექტებს/მოდულებს წარმოადგენს.
გულუაშვილის ინფორმაციითვე, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ის ყალბია. ხოლო მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე საგამოძიებო უწყება სამართლებრივ რეაგირებას გეგმავს.
პროკურორის თქმით თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა რაციონალური ვერსია არ იქნება განხილული და ყველა მტკიცებულება არ იქნება მოპოვებული.