ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. როგორც საქმის პროკურორმა მარიკა გოგოხიამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ დრომდე მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა.
მარიკა გოგოხიას განცხადებით, გამსახურდიას ჩვენებაზე ბევრი რამეა დამოკიდებული.
ამასთან, პროკურორი აცხადებს, რომ როგორც კი გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება, მისი დაკითხვა აუცილებლად მოხდება.