საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგო ჩადენილ ქმედებაში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, დაკავებულებისთვის ბრალის დაზუსტების მიზეზი დანაშაულის მოტივი გახდა.
როგორც პროკურორი განმარტავს ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ რაზეც ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არსებობს, რომელის დემონსტრირებასაც საგამოძიებო უწყება უახლოეს მომავალში აპირებს.
მისივე თქმით, ბრალდებულებთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი პირების გამოსავლენად გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.