15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის საქმის პროკურორის, ლევან ქუთათელაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მარიანა ჩოლოიანის გარდა, სხვა პირების დანაშაულებრივი ქმედება არ იკვეთება.
როგორც ლევან ქუთათელაძე განმარტავს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე - სამართალდამცავები დაიკითხებიან, რომლებიც შემთხვევის დღეს პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ. პროკურორის თქმით, აღნიშნული სამართალდამცავების მიმართ ამ ეტაპზე სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება.
შეგახსენებთ 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.