პრეზიდენტის შვილის მეგობარმა დაკავების დროს სამართალდამცავთა მხრიდან გადაცდომებსა და მიღებულ დაზიანებებზე ისაუბრა. მიხეილ თათარიშვილმა სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, რომ ის დაკავებისას ჯიბეებს იტრიალებდა და საზოგადოების ყურადღების მისაქცევად ყვიროდა. მისივე მტკიცებით, ავტომობილში ჩატენვისას წინააღმდეგობის გაწევას სცდილობდა რა დროსაც ერთ-ერთმა პოლიციელმა დაარტყა. თათარიშვილმა დეტალურად გაიხსენა მისი დაკავების დღის სხვა დეტალებიც. მან სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო სხვა დარღვევებზეც ისაუბრა. სასამართლო განხილვა ერთი დღით გადაიდო. მოსამართლე განაჩენს 7 ივლისს ჩანიშნულ სხდომაზე გამოიტანს. გამოძიება თათარიშვილს ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, თუმცა ბრალდებულის მტკიცებით, მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ ჩაუდო.