პროკურორის განმარტებით, შეგროვილი მტკიცებულებები ადასტურებენ მიხეილ კალანდიას მხრიდან ბასრი საგნის გამოყენებას. პროკურორი საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ქმნის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რომ კალანდიამ დანაშაული ჩაიდინა. რაც შეეხება მიხეილ კალანდიას დაკავებასთან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კავშირს, როგორც პროკურორმა განმარტა, განაჩენი მნიშვნელოვანი იყო ბრალდების მხარისთვის, რადგან დადასტურდა, რომ დავით სარალიძის მკვლელობა ჩადენილია ჯგუფურად, გ.ჯ.-ს მიერ დაუდგენელ პირთან ერთად.