18:18
26 იანვარი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პროკურორი - მოვისმინეთ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის აღიარება, რომ სპა-პროცედურებს თუ ფუფუნების საგნებს თავად მოიხმარდა და შვილის სწავლის დაფინანსებაც მისი გადაწყვეტილი იყო
02-12-2021

მოვისმინეთ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის აღიარება, რომ იმ სპა-პროცედურებს თუ ფუფუნების საგნებს თვითონ მოიხმარდა, შვილის სწავლის დაფინანსებაც სწორედ მისი გადაწყვეტილი იყო და ამის ახსნა იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა, რომ ეკუთვნოდა , - ასე აფასებს დღევანდელს სასამართლო სხდომას მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორი გიორგი მუჯირი.

მისი თქმით, საქმეში წარმოდგენილია 49 ბაინდერად დოკუმენტაცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მიერ ბიუჯეტის თანხების კომფორტისა და ფუფუნებისთვის გახარჯვას ასახავს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ამ განცხადებაში მოვისმინეთ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის აღიარება, რომ იმ სპა-პროცედურებს თუ ფუფუნების საგნებს თვითონ მოიხმარდა, შვილის სწავლის დაფინანსებაც სწორედ მისი გადაწყვეტილი იყო და ამის ახსნა იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა, რომ ეკუთვნოდა. სამართლებრივი საფუძველი ამ დანახარჯს არ გააჩნდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, „რატომ ითვლება ჰილარი კლინტონისათვის 3 - ლარიანი ჩაით გამასპინძლება დანაშაულად“, პროკურორი პასუხობს:

„სად არის მითითებული, რომ ჰილარი კლინტონზეა გადახდილი თანხა? თქვენ თუ მაჩვენებთ „ჩეკს“, სადაც ქართული თხილი და „რედბულია“ შეძენილი, მსგავსი „ჩეკი“ არის 49 ბაინდერი, მაგრამ თქვენ თუ მაჩვენებთ, რომ „რედბული“ დაალევინეს ჰილარი კლინტონს და ეს აქ არის მითითებული, მაგ შემთხვევაში გაგცემთ პასუხს“.

AutoPlay
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ლარი 3.0696 გახდა
გამოქვეყნდა 24 წუთის წინ
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მეტრომანები არ უქმდება - რა განცხადებას ავრცელებს თბილისის მერია
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პროკურატურამ მეტროში არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დაკავებულ ორ პოლიციელს ბრალდება წარუდგინა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - გორის სამხედრო ჰოსპიტალს წაშლილი აქვს ჩანაწერები ან არ შეუნახავს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გერმანიასა და პოლონეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებლები დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
gaga
02-12-2021
უმნიშვნელოვანესი საქმეების მოგვარება სწორედაც ასეთ არაოფიციალურ ფარულ შეხვედრებზე ხდება და არსად არ ფიქსირდება, რადგან გასაიდუმლოებულია. ოფციალურ შეხვედრებზე კი უკვე მიღწეული შეთანხმებების გაფორმება ხდება თუ ეს აუცილებელია.
სხვა სიახლეები