პროკურორი დავით გუმბერიძე სიცრუეს უწოდებს ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, გამოძიებამ მისი პირადი მობილურიდან დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციისა და სატელიტურ ფოტოებზე ინფორმაციის გამოთხოვის გარდა, სხვა სახის პირადი ინფორმაციის კლონირებაც მოახდინა.
როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გამომძიებლები მიხეილ რამიშვილის მობილური ტელეფინიდან დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციისა და სატელიტურ ფოტიებზე ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურას აწარმოებდნენ, თუმცა, აღნიშნული პროცესი ადვოკატმა გაურკვეველი მიზეზით დატოვა.
პროკურორი განმარტავს, რომ პროკურატურას ადვოკატის სხვა სახის პირადი ინფორმაცია არ აინტერესებს.
დავით გუმბერიძის თქმით, გამოძიებას მიაჩნია, რომ ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გარკვეული ემოციური ფონის შექმნას ცდილობს მის გარშემო.