პროკურორი - ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეში ბრალდებულებს - ჯანჯღავას და თოფურიას ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდათ - Palitra News

პროკურორი - ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეში ბრალდებულებს - ჯანჯღავას და თოფურიას ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდათ

2018-06-29 14:12:50+04:00

პროკურორის ინფორმაციით ორივე ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალებების კერძოდ, ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარება დაუდგინდა, რაც ბრალდებულების ჩვენებასთან წინააღმდეგობაში მოდის. თამარ მისაბიშვილმა განმარტა, რომ, გარდა მძიმე დანაშაულის ჩადენისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისა, დაკითხვისას თამარ ჯანჯღავამაც და ნათია თოფურიამაც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება კატეგორიულად უარყვეს.