პროკურორის ამირან გულუაშვილის განმარტებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოპოვებული და შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, „ტოიოტა ქამრის“ 6 მგზავრიდან მხოლოდ 5-ის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ფეხბურთელის განზრახ მკვლელობის მომზადებაში.
მისივე თქმით, გასაგებია შაქარაშვილის ოჯახის ემოციური მდგომარეობა და დამოკიდებულება მოძალადეების მიმართ, მაგრამ საქართველოს პროკურატურა ვალდებულია დაემორჩილოს კანონს და გადაწყვეტყილება მიიღოს მტკიცებულებების საფუძველზე.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავება.
ყველა მათგან აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.