პროკურორები "რუსთავი 2"-ის შენობაში - კომპანიაში საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს - Palitra News

პროკურორები "რუსთავი 2"-ის შენობაში - კომპანიაში საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს

2019-08-02 17:11:12+04:00

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის შენობაში პროკურორები იმყოფებიან. კომპანიაში ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს, კერძოდ, კი, კომპანიიდან დოკუმენტაციის ამოღება. აღნიშნული ინფორმაცია „პალიტრა ნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედება კომპანიის იმ ნაწილში მიმდინარეობს, სადაც „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანია „ინტერმედია“ იყო განთავსებული. ცნობისთვის, „ინტერმედიიდან“ დოკუმენტაცია საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა გუშინ ამოიღეს.